წავკისი
четверг, 15 мая 2014 г.
ლაშქრობის შთაბეჭდილება
ბავშვები საოცარი აღფრთოვანებით საუბრობდნენ ლაშქრობის თავგადასავლებზე: დაუვიწყარ შეგრძნებებზე, შიშნარევ გაბედულებაზე, ბუნების მშვენიერებაზე, უცხოელ სტუმარზე, წინააღმდეგობების დაძლევაზე... გულდაწყვეთი აღნიშნავდნენ, რომ გარემო დაბინძურებული დახვდათ, თუმცა მცირე წვლილი მაინც შეიტანეს ამ საქმეში და დაასუფთავეს გარემო, როგორც შეძლეს და რაზეც ხელი მიწვდებოდათ. ისინი დიდი კამყოფილებითა და მომავალ ლაშქრობებზე ფიქრით აღსავსენი აღნიშნავდნენ, რომ ეს დღე სამუდამოდ დარჩება მათ მეხსიერებაში.
ეს ყოველივე კი მათი დამრიგებლის, ბიიოლოგიის პედაგოგის, ქალბატონი ლამარა გუგუნავას დამსახურებაა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას!!!
(თავად თქვენი მონა-მორჩილი კი ვერ გავხდი ამ ბედნიერი წუთების მონაწილე, თუმცა, საპატიო მიზეზით :))
აამეტყველე ბუნება
მოსწავლეებს ლაშქრობისას ან ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ უნდა შეექმნათ მხატვრული ტექსტები, რომლეშიც ბუნებას აამეტყველებდნენ.
Подписаться на:
Сообщения (Atom)