წავკისი
ქ.
თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის
N43
საჯარო სკოლის მე-6 კლასის პროექტი.
პედაგოგები:
ბუნება - ლამარა გუგუნავა
ქართული
ენა და ლიტერატურა - ნინო ნასყიდაშვილი
პროექტის დაგეგმვა (პედაგოგები და მოსწავლეები ერთად გეგმავენ პროექტს);
იხ.ფოტოები!
იხ.ფოტოები!
აქტივობების შერჩევა;
აქტივობები:
1. ბუნება - მინილექცია - ლამარა
გუგუნავა
2. გავიხსენოთ ვაჟა- ფშაველას მოთხორბები, რომელიც ეხმიანება ბუნების თემას და წავიკითხოთ, რამდენიმე ნაწარმოები (კლასგარეშე), გავაანალიზოთ კლასში.
3. თბილისის შემოგარენის ისტორიული მიმოხილვა - ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას, რომელსაც შეავსებს ბუნების პედაგოგი და აძლევს შემდეგ დავალება.
5. ბოტანიკური ბაღის მოკლე ისტორია.
6. ქართულისა და ბილოგიის ინტეგრირებული დავალება - თხზულება სათაურით - ,,გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა’’
მოსწავლეები
თხზულბას წერენ წინასწარ (მოსწავლეებთან ერთად) ჩამოყალიბებული გეგმის მიხედით.
გეგმა
7. ლაშქრობა - მარშრუტი: ბოტანიკური ბაღი - წავკისი.
8. ქართული: აამეტყველე ბუნება
(მოსწავლეები
ლაშქრობისას გააკეთებენ ჩანაწერებს ან იქვე შექმნიან ხატვრულ ტექსტს, რომლის ამოსავალია
ბუნების გაცოცხლება, ამეტყველება. მოსწავლეებს აქვთ სრული თავისუფლება შეარჩიონ სათაური,
თემა, ობიექტი, რომელსაც აამეტყველებენ ან გაესაუბრებიან).
9. ქართული-ბუნება: ,,ლაშქრობის შთაბეჭდილებები
(შთაბეჭდილებები ზოგადია, უფრო მხატვრული, ესეისტური, ბიოგრაფიული ტიპის ტექსტია, რომელშიც ჭარბობს ემოციები, ბავშვის შთაბეჭდილებები, მაგრამ ა ყოველივე გადმოცემა მათ განაწყობს და საფუძველს უმზადებს შემდეგი დავალებისთვის, რომლიც უფრო მეცნიერულია, მაგრამ საკუთარი თვალი თნანახს, საკუთარ კვლევას ეფუძნება).
10. პრეზენტაცია (შემაჯამებელი ბუნებაში)
თემები:
I თამარის ხიდი (ხიდის ისტორია, კავშირი ფილმ ,,დათა თუაშხიასთან'')
II ეკოლოგიური ვითარება
III ინდიკატორები (ჩვენ მიერ შესწავლილ ეკოსისტემაში ჯერ კიდევ არ შინიშნება ქიმიური დაბინძურება)
IV როგორ ვიქცევით ექსტრემალურ სიტუაციაში?
V კოჯრის ფიჭვნარი და იუნკერების ისტორია
VI მაგალითის ძალა (ეხება ბავშვების გამოცდილებას, ლაქრობისას მომხდარს).
VII ინტროდუცირებული მცენარეები
VIII ქანები და გამოფიტვა.
და ბოლოს, ყველა ის ტექსტი, რომელსაც მოსწავლეები ქმნიან დამუშავდება ქართულის გაკვეთილზე სხვადასხვა ხერხით: ა) მოსწავლეები თავად ამოწმებენ და ცდილობენ იპოვბონ და გაასწორონ სეცდომები; ბ) მოსწავლეები ასწორბენ ერთმანეთის ნამუშევრებს; გ) მოსწავლეები იღებენ მითითებებსა და რჩევებს პედაგოგისაგან, აღმოფხვრიან ისეთ ხარვზებს, რომლის შესწორებაც ასაკობრივად მათ ძალებს აღემატება.)
Комментариев нет:
Отправить комментарий